LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კანის კინოფესტივალზე” საპატიო „ოქროს პალმის რტო“ წელს ჯოდი ფოსტერს გადაეცემა

149
jodifostercan

ცნობილი ხდება, რომ რიგით 74-ე ,,კანის კინოფესტივალზე” საპატიო „ოქროს პალმის რტო“ მსახიობ ჯოდი ფოსტერს გადაეცემა. 58 წლის მსახიობს კინოში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს, მის ანგარიშზეა „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და არაერთი პრესტიჟული ჯილდო თუ ნომინაციაა.

,,კანის კინოფესტივალის” საორგანიზაციო საბჭომ ეს ინფორმაცია დღეს გააჟღერა. ცნობილია, რომ ფესტივალი წელს 6 ივლისს გაიხსნება.

საინტერესოა, რომ ჯოდი ფოსტერი წლებია კანის კინოფესტივალის მონაწილეა, მისი ფილმები არაერთხელ იყო ნომინირებული კანზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები