LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი დეტექტივის“ მეოთხე სეზონში მთავარ როლს ჯოდი ფოსტერი შეასრულებს

122
jodie-foster

მსახიობი ჯოდი ფოსტერი ეკრანებზე ბრუნდება. ის მონაწილეობას მიიღებს HBO-ს ცნობილი სერიალის „ნამდვილი დეტექტივი“ მეოთხე სეზონში. გადაღებები უახლოეს მომავალში აიღებს სტარტს და მისი სახელწოდება იქნება „ღამის ქალაქი.“ ფილმის „კრავთა დუმილი“ ვარსკვლავი და ოსკაროსანი ფოსტერი სერიალში დეტექტივ ლიზ დენვერს განასახიერებს, რომელიც საიდუმლო ვითარებაში  გაუჩინარებული ექვსი მამაკაცის საქმეს იძიებს.

ცნობილია, რომ 59 წლის მსახიობი სერიალის პროდიუსერობასაც ჩაიბარებს. თავად სერიალს კი რეჟისორი ისლა ლოპესი იღებს.

შეგახსენებთ, რომ სერიალი „ნამდვილი დეტექტივი“ 2014-დან 2019 წლებში გამოვიდა. ყველა სეზონი საოცრად რეიტინგული და პოპულარული იყო.

,,კანის კინოფესტივალზე” საპატიო „ოქროს პალმის რტო“ წელს ჯოდი ფოსტერს გადაეცემა

ფოტო: ჯოდი ფოსტერმა საყვარელი მეუღლე, ალექსანდრა გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები