„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების მთავარი გმირი მსახიობი ჯოდი ფოსტერი გახდა. ის წელს ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის” შესრულებისთვის იყო წარდგენილი და გახდა კიდეც გამარჯვებული. ის ონლაინ ცერემონიას სახლიდან ჩაერთო, თანაც საკმაოდ ორიგინალურად, საღამურში გამოწყობილი.
საინტერესოა, რომ 58 წლის მსახიობს გვერდს მისი მეუღლე, 51 წლის ფოტოგრაფი ალექსანდრა ხედისონი უმშვენებდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესა მეუღლეები ერთად საჯაროდ ჩნდებიან. ჯოდიმ სამადლობელ სიტყვაში მეუღლეს მადლობა გადაუხადა, რომელიც ასევე საღამურში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ჯოდი ფოსტერი წლები მალავდა თავის სექსუალურ ორიენტაციას. მხოლოდ 2013 წელს გახდა ცნობილი ხედისონისა და ფოსტერის რომანის შესახებ.