„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერისლ აქვეყნებს.
ანა წითლიძე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილმა მას მოტეხილი ხელი დაავიწყდა.
„აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს ❤️
კარგად ვარ ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით❤️
თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს როდესაც თვითონ მაგ დღეშია❤️
მერამდენე წერილია არ მახსოვს მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული)“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
ანა წითლიძე – “პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დღეს ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.
“მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი“, – განაცხადა ანა წითლიძემ