როგორც ცნობილია, ლეგენდარული რეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი ჰომეროსის „ილიადა და ოდისეას“ მიხედვით ფილმს, „ოდისეას“ იღებს. ბერძენი გმირის, ოდისევსის როლს მეთ დეიმონი ასრულებს, მას კი პარტნიორობას ზენდაია უწევს.
54 წლის დეიმონი ფილმისთვის სერიოზულად ემზადებოდა და შედეგიც სახეზეა. ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ამჯერად მსახიობი და რეჟისორი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იახტაზე გადაიღეს.
ცნობისთვის, ფილმის გადაღებები საბერძნეთში, იტალიაში, მოროკოსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. ფილმის პრემიერა 2026 წლის იგეგმება.
საოცარი გარდასახვა – 54 წლის მეთ დეიმონი ოდისევსის როლში – პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან










