LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯანელიძე: „ღია წერილი სინდისის პატიმრებს… ყოველი თქვენგანის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, სიტყვა, საქციელი, გამოხედვა იმედს, სიხარულს, ხალისს, მომავლის რწმენას გვინერგავს“

163
ასდასდასადადსა (2)

რეჟისორი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ღია წერილს ავრცელებს.

„ღია წერილი სინდისის პატიმრებს

ჩვენო ძვირფასო სინდისის მცველებო(რაინდებო),

მოგმართავთ, რომ ხმა მოგაწვდინოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა, მოწიწება, აღტაცება თქვენს მიმართ, თქვენი ოჯახების სიმტკიცის და დარბაისლობის მიმართ, მეგობრების ღირსეულად გვერდით დგომის მიმართ.

ყოველი თქვენგანის, ციხიდან გამოგზავნილი წერილი, სიტყვა, საქციელი, გამოხედვა იმედს, სიხარულს, ხალისს, მომავლის რწმენას გვინერგავს. მაქედან, ციხიდან ნამდვილად თავისუფალი სულის ნათება მოდის და სრულიად ხელშეუხებელი, აუხსნელი სიმტკიცით გვავსებს.

შეიძლება ეს განსაცდელი, რაც ქვეყანას ადგას თავს, ზუსტად იმიტომ დაგვატყდა, რომ თქვენ გამოვლენილ-გამოკვეთილიყავით, რომ თქვენი თავი გაგვეცნო, თქვენი, მანამდე მორცხვად მიმალული გმირობა დაგვენახა…

ამ თავს დატეხილმა უსამართლობამ ჯაჭვური რეაქციით შეკრიბა თქვენს ირგვლივ უამრავი, თავისუფალი ნების მქონე ღირსეული მოქალაქე, ვინც მზად არის თავი შეწიროს ქვეყანას. თქვენ, თქვენი თავგანწირვით, ის ნაპერწკალი აღმოჩნდით, ვინც დაუმორჩილებლობის დიდი კოცონი დაანთო.

თქვენ, თქვენი წამებით, თავს დატეხილი უსამართლობით, საპყრობილეებში ჯდომით მოიტანეთ ერის ერთობა, რომელიც ძალიან ძნელად ეძლევა ხოლმე ქვეყანას. ყოველი ჩვენგანის გული გაათბეთ, დააწყურეთ, გაამხნევეთ და თანადგომის, იმედის, სიცოცხლის ჯაჭვი გააბით გულიდან გულში.

ამ უთანასწორო ბრძოლაში ერთ მხარეს ძალოვნებით, სასამართლოთი, ფინანსებით, და უსინდისობით შიარაღებული გოლიათი – სახელმწიფო დგას, მეორე მხარეს კი – მხოლოდ სიმართლით, სიყვარულით და რწმენით შემოსილი ნორჩი, უშიში, დავითი.

ამ ბრძოლაში ყოველთვის დავითი იმარჯვებს!

ჩვენც აუცილებლად გავიმარჯვებთ და მადლობა თქვენ, რომ ამ რწმენას აღვივებთ ჩვენში“, – წერს ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g