LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯორჯაძე: ამ კანონის მიღება ქვეყნის და ერის ღალატია – ახლა გაჩუმების დრო არ არის, ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი 

179
ნანა ჯორჯაძე

„ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნის და ერის ღალატია. ეს არის რუსეთში მიღებული სამარცხვინო კანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია განვითარების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს სამოქალაქო თავისუფლების ჩახშობას,“ – ამ განცხადებით  კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის განხილვაც პარლამენტში ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო პროტესტის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ნანა ჯორჯაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ფინანსურ გამჭვირვალობასთან, რაც ისედაც მრავალი კანონით კონტროლდება.

„ეს კანონი ჩვენ გვაშორებს მსოფლიო ცივილიზაციას და რუსეთის ჭაობში გვექაჩება. რადგან ეს კანონი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის მომავალს ეხება, ახლა გაჩუმების დრო არ არის. ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ დამღუპველი კანონის წინააღმდეგ.“– განაცხადა ნანა ჯორჯაძემ.

დავით გოგიჩაიშვილი: გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში.. მაშასადამე, არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ხელის შემშლელი იქნება

„ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი ჯგუფი იყოს მართალი.. ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება“ – ნინო ქათამაძე

 

magti 5g