„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი „თოფ-იარაღი“, – ამის შესახებ მუსიკოსი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ირგვლივაც უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გრძელდება.
როგორც მუსიკოსი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, ილია ჭავჭავაძე 100-ზე მეტი წლის წინ ცდილობდა ქართველებისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, ჩვენ კი როგორც ჩანს, ახლაც ვერ ვხედავთ მკაფიოდ ამ გზას, ასე ახლოს ევროპასთან და რეალურად კი თურმე ძალიან შორს.
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
„კანონი რუსულია თუ ამერიკული არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის ჩვენს რეალურ ადგილს გვაკარგვინებს მსოფლიოში.
ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი, ფაქტია რომ რაღაც ხდება ისეთი რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, თუ გვინდა ევროპა მეტი შესაძლებლობებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, ევროპული მომავალი როგორც ჩვენი „თოფ იარაღი“, მაშინ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.
არ უნდა დაუშვას დღეს ჩვენმა საზოგადოებამ უძრაობა და ევროპაში მისი კუთვნილი ადგილის დაკარგვა.“ – წერს ნინო ქათამაძე.