LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში, იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია” – ნიკო თავაძე

168
BeFunky-collage - 2023-03-07T014044.207

ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში, იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია, – აღნიშნულის შესახებ მსახიობი ნიკო თავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში მთავარი ამოცანა გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი გეგმის ბოლომდე მიყვანაა და არა განხეთქილება და ახალი დაძაბულობის შექმნა.

„მოკლედ მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო.. ნებისმიერი სიჯიუტე მგონია ქვეყნისთვის დამღუპველი.
კანონის ინიციატორებს ზოგს ალბათ არც ემახსოვრებათ, ის რომ ერთხელ ეს უკვე გავლილი გვაქვს 90- იანების დასაწყისში. პირველი რამაც ქვეყანაში ყველაზე დიდი განხეთქილება გამოიწვია ეს იყო კრემლის აგენტების ძებნა, და მათზე ნადირობა, რაც სულაც არ იყო სინამდვილეს მოკლებული, მაგრამ ამან ნამდვილი პარანოია გამოიწვია.. ბოლომდე გააგიჟა ხალხი. ტელევიზიიდან მარტო ეს გვესმოდა ვინ ვისი აგენტია.

ამ რეჟიმში ცხოვრება წარმოუდგენელია და მით უმეტეს როცა კანონი გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. რატომ გამორიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია ისეთმა ადამიანმა მოიგდოს ხელში ეს კანონი, რომ სააკაშვილის პერიოდი სანატორიუმად მოგვეჩვენოს.

არტურ მილერის ,,სეილემის პროცესი” გენიალური პიესაა. ის არ კარგავს აქტუალობას. სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჯადოქრების ძებნას დავიწყებთ თუ აგენტების.

მთავარი ამ რეჟიმში და მოცემულობაში ყოფნაა ამ გარემოებაში არსებობა. ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში, იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია.

ამ რთულ პერიოდში მთავარი ამოცანა გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი გეგმის ბოლომდე მიყვანაა და არა განხეთქილება და ახალი დაძაბულობის შექმნა”, – წერს ნიკო თავაძე.

„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

„მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

magti 5g