LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

149
კელი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გადახედონ ინიცირებულ კანონპროექტებს, რომლებსაც ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

დეგნანი ამბობს, რომ მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი საქართველოს მოსახლეობისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

„ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება.

ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

 

პოპულარულები