დათო გორგილაძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ ადამიანებს, ვინც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერენ, საპირისპირო პოზიციით ღიად დაუპირისპირდნენ.
ამის შესახებ გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გამარჯობა არ უთხრათ.
ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან.
შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ].
ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა.
ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს.
დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ,“ – წერს დათო გორგილაძე.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზედაც „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებზე უნდა იმსჯელონ ხმაური და დაპირისპირებაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და მოქალაქეები.
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“