LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

164
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის გამომსახველი პლაკატი გაშალეს წარწერით – „Русский военный корабль иди на ..“

პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.

 

 

 

⭕ „რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირისა და საქართველოს…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 05 მარტი, 2023

 

 

აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.

ამავე თემაზე:

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

 

პოპულარულები