„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს ჰელსინკის კომისია ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი არანაირად არ ჰგავს აშშ-ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონს (FARA).
„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს [კანონი] არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, – წერია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“