LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ნებიერიძე – მივმართავ კოლეგებს დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია –  ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი… არა რუსეთს, რუსეთი მტერია!

215
სოსო ნებიერიძე

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტს ბლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სოსო თავის კოლეგებს მოუწოდებს აღნიშნულ თემაზე საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ, რადგან ჩუმად ყოფნა დანაშაულია.

მოგზაური წერს, რომ არ უნდა იქნეს ისეთი კანონი მიღებული, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს, რადგან ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დარჩა.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს, ბლოგერებს, იუთუბერებს – დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის ეზიზღება პოლიტიკა და პოლიტიკური სიბინძურე, თუმცა არის რაღაცები, რაზეც ხმის ამოუღებლობა და აზრის დაუფიქსირებლობა უბრალოდ დანაშაულია. ახლა სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის.

არ უნდა იქნას მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ თუ მომავალ მთავრობას მისცემს ბერკეტს, აგენტად შერაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით!

ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. არა რუსეთს, რუსეთი მტერია!“, – წერს სოსო ნებიერიძე.

„მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის” – გურამ შეროზია

„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

„უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე ვერ შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას… არ მინდა ჩემმა შვილმა ომსკში ან პეტერბურგში ისწავლოს“ – ზურა შევარდნაძე

რუსუდან ფეტვიაშვილი: ეს კანონი შებოჭავს ჩვენს თავისუფლებას – დასავლეთთან დაშორება ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნება

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

ინგა გრიგოლია: „რამხელა ძალა აქვს შოთისნაირი ადამიანების სიტყვას ასეთ კრიტიკულ დროს, გაზიარების რაოდენობას შეხედეთ, უზარმაზარი ძალა აქვს..“

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს რომ გააჩერონ, პირველივე წელს მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება” – თენგიზ შერგელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g