ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიერ დღეს, „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც ადამიანს აგენტად შერაცხავს განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო.
„რამხელა ძალა აქვს შოთისნაირი ადამიანების სიტყვას ასეთ კრიტიკულ დროს
გაზიარების რაოდენობას შეხედეთ. უზარმაზარი ძალა აქვს მის ღიად დაფიქსირებულ პოზიციას“, – წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. იგი ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
დღეს, 6 მარტს, დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებას, ხვალ, 7 მარტს კვლავ აპირებენ.
ამასთან, როგორც პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში დღევანდელი ბიუროს სხდომის ხვალამდე გადადება, აქციის მონაწილეებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხვალ 10:00 საათზე პარლამენტთან საზოგადოება მივიდეს და რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატოს.