რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება. მისი განცხადებით, კანონის დამტკიცება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი რასაც სახელმწიფო იღებს (NGO-ების წილი გრანტებში მიზერულია) რომ გააჩერონ (რაც სულაც აღარ გამოიყურება არარეალისტურად) პირველივე წელს მშპ -ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება. ამაში არ შედის უცხოური კერძო ინვესტიციების ბუნებრივად შემცირების ეფექტი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე თენგიზ შერგელაშვილი.
ამავე თემაზე: