LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს

889
კოსტავაა ნანა

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. საკითხს მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. საბჭომ ნანა კოსტავას ნაცვლად ახალ წევრად ანა შალიკიანი აირჩია.

“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს. გიგა შუშანიამ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება გააპროტესტა და საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნაციონალებმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მოითხოვეს.

“მიუღებელია ნანა კოსტავას პოსტი, რამაც საზოგადოების სამართლიანი განაწყენება გამოიწვია. ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა ქალბატონი ნანასგან და ხდება მსგავსი საკითხების ტირაჟირება, ამიტომ მივმართავთ საკრებულოს დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და შეუწყდეს უფლებამოსილება. საკრებულოს გადაწყვეტილება ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არის მცდელობა, ეს საპროტესტო ტალღა როგორღაც გადააგორონ, რეალურად ნანა კოსტავა რჩება მათი გუნდის წევრად და თანამოაზრეები არიან,”- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანიამ.

ნანა კოსტავა გადააყენეს

ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დღეს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

მანამდე მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილი განცხადება გააპროტესტეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე

ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები