ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სოციალური ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
კლინიკის ცნობით, ტყუპებმა, რომლებიც აღნიშნულ ჰოსპიტალში დღენაკლულები დაიბადნენ, ყველა პრობლემა დაძლიეს:
„თამარი, დემეტრე. ნანატრი და ორმაგი უდიდესი სიხარული ჭყონიების ოჯახში.
უსაყვარლესმა ტყუპებმა, რომლებიც დღენაკლი მოევლინენ ქვეყანას, ყველა პრობლემა დაძლიეს.
ვულოცავთ ბედნიერ მშობლებს და პატარებს ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებთ“, – წერია ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.