ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იუბილარია. რაც უნდა გაგიკვირდეთ, ის 48 წლის გახდა, თუმცა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. როგორც ჩანს, ის 48 წლის იუბილეს სიახლით შეხვდა. უკვე რამდენიმე თვეა, როგორც თავად წერს, აღარ ეწევა.
„8 თვეა, რაც ბედნიერი არამწეველი ვარ. მანამდე კი უხსოვარი დროიდან ვეწეოდი 🙂
გადაწყვეტილება 7 მარტს მივიღე, მაშინ როდესაც ჩავაქვრე ბოლო ღერი სიგარეტი. მანამდე მეგონა ეს დაუძლეველი რამე იყო. აი, როგორი ვერაგია ის, ბოლო წუთამდე მანიპულირებს შენით.
სულ ვებრძოდი სიგარეტს, ვანაცვლებდი ხან აბებით, ხანაც ლიტერატურით, ვნერვიულობდი, ვიფიცებდი, ვიტანჯებოდი, მაგრამ ვერ ვანებებდი.
ბოლო მცდელობა იყო ყველაზე სწორი მიდგომა – კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელმაც კიდევ ერთხელ გამააზრებინა ყველაფერი არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად და ფაქტი სახეზეა, მე აღარ ვეწევი 🙂
მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა და არა!!!
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოვიმატე ეს მოწევასთან შედარებით არაფერია. საკვები ჩვენ ენერგიით და საჭირო მიკროელემენტებით გვამარაგებს, სიგარეტი კი საშიში ტოქსინებით. საკვები ჩვენ გვჭირდება, სიგარეტი კი არა.
მწეველებს ვეტყვი – უსიგარეტოდ ცხოვრება ეს თავისუფლებაა!“
ნანიკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ტორტს აქრობს. ტელესახეს ვულოცავთ დაბადების დღეს და დიდ ბედნეირებას ვუსურვებთ!..
