ნანიკო ხაზარაძე მალე 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის ჟურნალ „სარკესთან“ თავის ცხოვრებას აჯამებს და აღნიშნავს:
„რამდენიმე წლის შემდეგ უფრო გავაცნობიერებ, რა არის 50 წელი.ე რთი შეხედვით, ეს მხოლოდ რიცხვია, მაგრამ შინაგანადაც არის ცვლილებები, რასაც ჯერ სახელს ვერ ვარქმევ…“
ნანიკო ამბობს, რომ სიბერე საერთოდ არ აშინებს:
„ჩემს შვილთან მოლაპარაკებულიც ვარ, როგორც კი მისთვის ტვირთი გავხდები, მოძებნოს ჩემთვის ამ ტიპის სახლი და გადამიყვანოს, საპენსიო ფონდიდანაც იმიტომ არ გამოვედი, რომ იქნებ მოგროვდეს კონკრეტული თანხა, რომელიც ჩემს სიბერეს უზრუნველჰყოფს…“
კითხვაზე, ხომ არ სწყდება გული, რომ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, ტელესახე ასე პასუხობს:
„ყოველთვის მინდოდა, მეტი შვილი მყოლოდა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, მაგრამ ბედისწერა აღმოჩნდა ჩემთვის ერთი შვილი. ხან ავარიაში მოვყევი, ხან მუცელი მომეშალა, ხან ტყუილად გამიკეთეს ოპერაცია. მადლიერი ვარ იმით, რომ მყავს ლილუ…“
