LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე: “ძალიან ბევრი წერილი მომდის…მწერენ, რომ ნიკოლოზს რაღაც გადავცე, თითქოს მე მასთან ვასოცირდები”

9403
BeFunky-collage (15)

ნიკოლოზ წულუკიძე ტელევიზიასა და რადიოს უბრუნდება.

წულუკიძე “იმედის დღის” ეთერში ხვალ წარდგება.

მომავალ სამშაბათს, კი მისი მოსმენა რადიო “იმედის” ეთერშიც იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ მისმა კოლეგამ, ნანიკო ხაზარაძემ ისაუბრა.

ნიკოლოზ წულუკიძე ეთერში ბრუნდება – „ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული დღეა… ავნერვიულდი რაღაცნაირად…“

ნანიკო ხაზარაძე: “ხვალ ხუთშაბათია და „იმედის დღეში“ ჩვენი ნიკოლოზი ბრუნდება. ძალიან კარგი თემით გვიერთდება როგორც ვიცი, ემზადება უკვე 2 დღეა.

სამსახურში გამოსულია, უბრალოდ ჩვენი ტელემაყურებელი პირველად დაინახავს მას, მას შემდეგ, რაც ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა მის თავს.

ასევე რადიოს მსმენელებიც მინდა გავახარო, მომავალი სამშაბათიდან, ის რადიოსაც დაუბრუნდება.

მე ვგულშემატკივრობ ჩემს ნიკოლოზს, ძალიან მიყვარს.

დიდი დრო გავიდა, რაც მე და ნიკოლოზი ეკრანზე ერთად აღარ ვსხედვართ, მაგრამ ჩვენს მაყურებელს და მსმენელსაც ერთად ვყავართ მეხსიერებაში ჩარჩენილი და აღქმული.

დღემდე ძალიან ბევრი წერილი მომდის, ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი მწერს, რომ ნიკოლოზს გადავცე რაღაც, თითქოს მე ვასოცირდები მასთან, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას იმიტომ, რომ მე ნიკოლოზი მართლა ძალიან მიყვარს და რაც შემიძლია და როგორც შემიძლია ვაკეთებ.

თუმცა უმოქმედო მეც ვიყავი რაღაც პერიოდი…” – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ რადიო “იმედის” ეთერში.

მარიკა ბაკურაძე: “რამდენიმე დღეა აქტიურად დადის სამსახურში ჩვეულებრივ, ემზადება გადაცემისთვის…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g