LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო კლდიაშვილი: „მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ…“

2014
ნანიკო კლდიაშვილი

ნანიკო კლდიაშვილი ჟურნალ O.K-ს მთავარი გმირია. მაკა ასათიანის რძალი ჟურნალის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს საქმიანობისა და ოჯახის შესახებ. ის და კახი ჟორდანია რამდენიმე წელია, დაქორწინებულები არიან და ორი წლის ქალიშვილს, ლეას ზრდიან. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

გაგვაცანით მეუღლე და შვილი.

მყავს მეუღლე − კახი ჟორდანია და შვილი − ლეა, რომელიც მალე 2 წლის გახდება. სულ ცოტა ხანია, რაც ლეამ ლაპარაკი დაიწყო და ამით ვართ მოცული მთელი ოჯახი. კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს.

აქვე გკითხავთ თქვენს დედამთილზე − მაკა ასათიანზე. როგორც ვიცით, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, ასეა?

მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია  გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები