LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის გაწირვა, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც“

287
ნანკა კალატოზიშვილი

„მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის გაწირვა, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც“, – თქვა მედიასთან საუბრისას მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

როგორც მან „მთავარ არხს“ უთხრა, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების სიმრავლე დილიდან შესამჩნევია და იმედოვნებს, რომ საღამოს საათებში უფრო მეტი იქნება, რადგან მიიჩნევს, რომ დღეს, პარლამენტთან დგომას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:

„დილისთვის, 11 საათზე ბევრი ხალხი იყო და იმედია, კიდევ უფრო მეტი მოვა, იმიტომ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას, ყოველ დღე, პრინციპში. მართლა მთელი ღამე არ მძინებია, საერთოდ ვერ დავიძინე…

ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ თითქის, მე უფრო მაწუხებს მათი მომავალი ბედი და დაღი ოჯახებზე, რომელსაც დაასვამენ საკუთარ თავებს, ვიდრე მათ თვითონ აწუხებთ მომავალი.

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცებს“ გვეძახიან და ამ დროს ხარება, მურუსიძე ჰყავთ გვერდით, ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“

„თუ ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა არ დომინანტობდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ლობისტურად, მაშინ დღევანდელი მოქმედი მტერი ჩაწერონ – რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩემი ქვეყნის მთლიანობას არ აღიარებს.“

მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც.“ – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

სტეფანე: „მხოლოდ სახის გამომეტყველებაც ეყოფა რომ მიხვდე ვინ არიან და რისი ჩამდენებიც არიან!“

ნანკა კალატოზიშვილი "ოცნების" დეპუტატებზე

"მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ქვეყნის გაწირვა" | ნანკა კალატოზიშვილი "ოცნების" დეპუტატებზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Tuesday 28 May 2024

გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტოები

magti 5g