LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილის გულახდილი ინტერვიუ ირაკლი კეიდიასთან დაშორების მიზეზებზე – „დგება დრო და რაღაც მთავრდება…“

271

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ისაუბრა.

„ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით.

მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები, ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია ა ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება.

ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ.

ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამსთან და მისი ოჯახის წევრებთან ნორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი…“ – ამბობს მსახიობი ჟურნალთან ინტერვიუში, სადაც ასევე საუბრობს პროფესიულ თემებსა და პიროვნულ თვისებებზე.

11742664_944787495541416_7812136213713362903_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები