LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „სხვა არხზე რომ ვმუშაობდი, ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები….“

660
ნანუკა-გულუა1

ნენე დალაქიშვილმა სოციალურ ქსელში ტელესახესა და მსახიობს, ნანუკა გულუას მიმართა: „მეგრულად მაინც შეაგინეთ ამათ. სულ პეპლები და ყვავილები არ მოგბეზრდათ?“

ნანუკა გულუამ, რომელიც ჯერ „ფორმულაზე“ მუშაობდა, ახლა კი გადაცემას იწყებს „იმედზე“ სალომე შარვაძესთან ერთად, ამ კრიტიკას შემდეგნაირად უპასუხა:

„სხვა არხზე რომ ვმუშაობდი ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები, ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს  ამისთვის, ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის  მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!! ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ „მეგრელი” და მაშასადამე ევროპელი ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ!.. ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!“

 

რუსუდან სებისკვერაძე: „ჩვენი ლამაზი სამშობლო რუსეთი არასდროს გახდება…“

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

„გვინდა წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე? – დავდგეთ ყველა ერთად“ – ლანა ღოღობერიძე

magti 5g