LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელმა „ივ სენ ლორანის” ჩვენება დახურა (ფოტო/ვიდეო)

513
naomicmbl-news-12121

24 სექტემბერს, პირდაპირ ეიფელის კოშკის ქვეშ, ,,ივ სენ ლორანის” 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება გაიმართა. შავი, ბრჭყვიალებით დატვირთული სილუეტები – სწორედ ეს იყო აღნიშნული ჩვენების სავიზიტო ბარათი.

შოუ ტოპ-მოდელმა, 49 წლის ნაომი კემპბელმა დახურა, რომელსაც შავი სმოკინგი ამშვენებდა.

დღის ბოლოს, სუპერმოდელმა თავის ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გაგვიზიარა.

https://www.instagram.com/p/B2z4B0WH8K-/

ივ სენ ლორანის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებას, სხვა ვარსკვლავებთან ერთად კეიტ მოსი, ზოე კრავიცი და სინდი კროუფორდიც დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები