ნაომი კემპბელმა Messika-ს ჩვენებაზე გრანდიოზული გამოჩენის შემდეგ, „ალექსანდერ მაკქუინის“ ჩვენებაზე გაიბრწყინა. პოდიუმი ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, მზის სხივები კი „შავ პანტერას“ უფრო გრაციოზულ იერს სძენდა, მას მზერა ცაში ჰქონდა მიპყრობილი. დიახ, 52 წლის ტოპ-მოდელზე უემოციოდ და გროტესკის გარეშე საუბარი მართლაც შეუძლებელია.
ნაომის ბრენდის შავ და კრემისფერ ფერებში გადაწყვეტილი კომბინეზონი ეცვა, რომელსაც ძვირფასი ქვები ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ 90-იანი წლების ტოპ-მოდელმა მასიური საყურე და გაშლილი თმა შეუხამა.
„შავი პანტერა“ ბრილიანტებში – 52 წლის ნაომი კემპბელი კვლავ უკონკურენტოა
ვიდეო: „შავი პანტერას“ გრაციოზული გამოსვლა ,,ბოსის” ჩვენებაზე და მონუსხული მაყურებელი