ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე, ახალციხე-ნინოწმინდის და ხაშური-ვალეს გზებზე მოძრაობა შეზღუდულია
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე შეზღუდულია მოძრაობა ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე.
ამ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზების დეპატრამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.