ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.