LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა

153
გიორგი ახობაძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესს თავად ახობაძეც ესწრებოდა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

როგორც სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბოლო ერთი წელი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს [დედას] ვუვლიდი… თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეგ რაღაცა, რასაც მედავებიან, ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია. მათ მოათავსეს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ახობაძემ.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა“ – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g