ნარკოდანაშაულისთვის სპეცოპერაციისას დაკავებულ 21 პირს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
ყველა დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედებათ.
მათი ნაწილი ამ დრომდე ჩადენილს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატებიპროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.
ცნობილია, რომ საქმეში დევს მთავარი – საკონტროლო შესყიდვების ვიდეო მტკიცებულებები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლებისაღკვეთა ემუქრებათ.