ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. თედო აბრამოვი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მოსამართლის განცხადებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, საქმეში წარმოედგინათ ნეიტრალური მოწმე, რაც საქმეს ეჭვგარეშე გახდიდა, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
ცნობისათვის, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.