LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების მცირე ოდენობით ფლობაზე უმაღლესი სასჯელი უვადო პატიმრობაა, ხოლო ტერორიზმისთვის – 17 წელი…

103

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, რომელიც დიდი ხანია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამოდის, 10 დეკემბერს აქციას აანონსებს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე გააპროტესტებენ სახელმწიფოს მიდგომას, როცა ტერორიზმისთვის 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ხოლო ნარკოტიკების მცირე ოდენობით ფლობა 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

„ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობა კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

10 დეკემბერი, ხმაური გამარჯვებისთვის!“

სოციალურ ქსელში ასევე ადარებენ 22 ნოემბრის სპეცოპერაციის საქმეს და რეპდუო „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას, როცა მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის. შეგახსენებთ, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მოგვიანებით გაათავისუფლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და პოლიციამ ისინი მათი ერთ-ერთი ვიდეოს გამო, შურისძიების მიზნით დააკავა…

magti 5g