LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-ს ჰაკათონი დასრულდა – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

613
ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კოსმოსით, კლიმატური ცვლილებებითა და პლანეტის წინაშე მდგარი პრობლემებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის NASA Space App Challenge-ის საერთაშორისო ჰაკათონი გაიმართა. პროექტში მონაწილეობა 20-ზე მეტმა გუნდმა მიიღო, ჟიურის წინაშე კი 12 მათგანი წარდგა.

ჰაკათონში პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი NASA-ს და მსოფლიოს მთავარი კოსმოსური ცენტრებიდან მიღებულ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობდნენ, შეემუშავებინათ გლობალური პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები.

ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი Space-Born RNA გახდა. ის ნასას მონაცემებზე დაყრდნობით ასტრობიოლოგიის საიდუმლოებების ამოხსნაზე, ანუ კოსმოსში სიცოცხლის არსებობის კვლევაზე მუშაობდა. გუნდმა ისეთი გადაწყვეტა შეიმუშავა, რომელიც თავს უყრის და ამუშავებს ნასას ბიოლოგიური კვლევების მონაცემებს და ამზადებს მათ მანქანური სწავლების (Machine Learning, ML) მოდელების ტრენინგისთვის, რაც კოსმოსში სიცოცხლის არსებობის კვლევას ამარტივებს. გამარჯვებული გუნდი დაკომპლექტებულია ბიოინფორმატიკოსებით, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ინჟინრებით.

მეორე გამარჯვებული გუნდი Base2 გახდა. მან შექმნა თამაში, რომელიც ბავშვებს მარტივი, სახალისო გზით ასწავლის, რა ციკლს გადის წყალი დედამიწაზე. თამაში მიზნად ისახავს ახალგაზრდებს იმის გაანალიზებაში დაეხმაროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, თუმცა შეზღუდული რესურსია სუფთა წყალი ჩვენს პლანეტაზე და რა საფრთხეებს უქმნის მას თანამედროვე კლიმატის გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამარჯვებული გუნდების პროექტები NASA Space App Challenge-ის საერთაშორისო ტურზე იქნება წარდგენილი. მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო პროექტების ავტორები კი იანვარში გამოვლინდებიან.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები