LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა 1 წლიანი პატიმრობით დაისაჯოს – ონლაინპეტიცია

121

ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევები 1 წლიანი პატიმრობით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი უნდა ისჯებოდეს, შესაბამისი მოთხოვნით ონლაინპეტიცია განთავსდა.

„წელიწადში 600 ადამიანზე მეტი იღუპება ავტოავარიებით საქართველოში. ჩათვალეთ,  რომ ერთი სოფელი ყოველწლიურად ჩვენს თვალწინ უაზროდ ქრება და მათ შორის შეიძლება იყოს ჩვენი ახლობელი ხალხიც.

აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, სერიოზული და რადიკალური ცვლილებებია ამ კუთხით საჭირო ხელისუფლების მხრიდან.

ვითხოვთ, რომ ნასვამზე მართვაზე დაფიქსირების პირველ შემთხვევაზე, მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად იყოს ერთწლიანი ციხე, ან ერთწლიანი იძულებითი გამოსასწორებელი სამუშაო,“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g