ნიუ–მექსიკოს შტატში ბენზინგასამართი სადგურების ტერიტორიაზე სპირტიანი სასმლის გაყიდვა აიკრძალა, ცოტა ხანში კი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები საწვავის შეძენასაც ვეღარ შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება ნიუ–მექსიკოს აქცევს მეორე შტატად, სადაც მსგავსი წესი იმოქმედებს – ანალოგიური კანონი ცოტა ხნის წინ ტენესის ხელისუფლებამაც დაამტკიცა.
ტენესის შტატში ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლებს სთხოვეს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და ნასვამ მძღოლებს არ მოემსახურონ. მიზეზი პოტენციური ავარიებისგან თავის დაზღვევაა.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიუ–მექსიკოშიც. სასამართლომ გაითვალისწინა ერთი ინციდენტი, როდესაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა საწვავი ჩაასხა და ცოტა ხანში ლეტალური შედეგით დასრულებული ავტო–საგზაო შემთხვევაც გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ახალ გადაწყვეტილებას ექსპერტები ალკოჰოლის არასრულწლოვანებისთვის მიყიდვას ადარებენ.