სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დააკავებული, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ნატა ფერაძე დაკავების მომენტში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფეისბუქის“ ლაივში იყო, სადაც ის აცხადებდა, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცეოდა.
ის პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის პოლიციელი და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:
“დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ”, რის შემდეგაც ის დააკავეს.
https://www.facebook.com/nata.peradze/videos/10215374009119290/