აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
როგორც ნატა ფერაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, მანქანაზე წარწერების დატოვებას თავის ბოლო დროინდელ აქტივობას უკავშირებს.
მისივე თქმით, არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. როგორც ნატა ფერაძემ განგვიცხადა, მომხდარს მიზანმიმართულ ქმედებად მიიჩნევს.
„ვიდეოში ჩანს, რომ 2 საშუალო ასაკის მამაკაცი მოვიდა. მთლიანად მოხატეს მანქანა და შემდეგ, გადაუღეს ვიდეო, ყველა მხრიდან. ეს მაფიქრებინებს, რომ შემკვეთისთვის გასაგზავნად გააკეთეს. ცალსახად, გამიზნულად გაკეთებული ქმედებაა. გვერდზე მიწერილი, 2012 წარწერა, 2012 წლამდე რას აკეთებდი, „ნამიოკი“ გამიკეთეს.
წინ რაც აწერია, რასაც კალაძეს ვეძახდი და ხშირად მივმართავდი, ის დამიწერეს მანქანაზე. ეს მესიჯია, რომ უნდა გავჩერდე. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, კიდევ უფრო გავააქტიურე პროტესტი კალაძეზე“,- განუცხადა „ფორტუნას“ ნატა ფერაძემ.
მისივე თქმით, ის უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე.
„ძალიან გულისყურით გამომკითხეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს“, – განუცხადა „ფორტუნას“ აქტივისტმა.