ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ “რუსთავი 2” დატოვა. ინფორმაცია “ფორტუნასთან” მან თავად დაადასტურა.
“დიახ, დავტოვე “რუსთავი 2″, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს დაგიდასტურებთ”, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კონკურენტ არხზე გადავიდა.
“რუსთავი 2-ში” დიდი ცვლილებებია. ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ გუშინ დატოვა. მანამდე არხი საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა დატოვა. ზაალ უდუმაშვილი კი, რომელიც გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, პოლიტიკაში წავიდა და სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.
ეს ყველაფერი კი არხზე ფინანსურ პრობლემებს მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტელევიზიაში დარჩენილი თანამშრომლები ხელფასებს ითხოვენ.