LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატახტარში რესტორანი ”ელარჯი” გაიხსნა

1427

ნატახტარში რესტორანი ”ელარჯი” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” ”ელარჯის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბარამაშვილმა განუცხადა, რესტორანი მომხმარებელს, ქალაქთან ახლოს, გრილ გარემოს და გემრიელ კერძებს სთავაზობს.

”უმაღლესი ხარისხის კერძები გვაქვს, რისთვისაც ძალიან დიდ რესურსს ვიყენებთ. ყურადღება მეგრულ სამზარეულოზე გვაქვს გამახვილებული, თუმცა მენიუ საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეების უგემრიელეს კერძებსაც მოიცავს”, – განმარტა მიხეილ ბარამაშვილმა.

მისივე თქმით, რესტორანში გამოყენებული რძის ნაწარმი, ყველი, სულგუნი და სხვა, ადგილზე იწარმოება, რაც კერძებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

რესტორანში მისულ სტუმრებს ყოველდღე, საღამოს 8 საათიდან ღამის 1 საათამდე, ცოცხალი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაც აქვთ.

”გვყავს არაჩვეულებრივი შემსრულებლები. გვაქვს გემოვნებიანი მუსიკა. ყოველ შაბათ-კვირას კი იგეგმება ღონისძიებები, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას და სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ”, – განაცხადა ”ელარჯის” გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, რესტორანი, ჯამში, 200 სტუმარს იტევს და 30 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g