LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი: გვართმევენ 20 000 ლარს თვეში, რომელიც ივანიშვილს თავის დანგრეული სხეულის მასაჟისათვის სჭირდება

90
BeFunky-collage

მე მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს და აღნიშნავს, რომ  ახალი კანონპროექტით ბიძინა ივანიშვილი იმ დაფინანსებასაც უწყვეტს პარტიას, რაც მას მასაჟისთვის სჭირდება.

„როგორც ცნობილია, ვერანაირმა ზეწოლამ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ აიძულა შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება.

სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პლენარული სხდომა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმინობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა მილიარდელმა ივანიშვილმა, 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ყოველდღე ივანიშვილს თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის ის თანხა იმასაც გვართმევენ.

იმავდროულად, მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი, მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორს შეთანხების,  დაადე ვეტო არსებულ კანონპროექტს თუ ის იქნება მიღებული. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბოლოსდაბოოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ვინავიშილის ქონებას, “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, გარდა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა, საუბარია, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და პრივილეგიებს კარგავს – პარლამენტში დღეს ცვლილებებს განიხილავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g