„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
ამასთან, ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ იმედი აქვს თემურ ქათამაძეც, რომელიც უკვე 33-ე დღეა შიმშილობს, „სიცოცხლეს ეტყვის – დიახ“.
„მზია ამაღლობელი შეწუხდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოექცა მთავარ ფოკუსში, იქცა მთავარ ამბად და მიიღო შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
ორმაგად ვაფასებ. პირველი ის, რომ ლოდი მოგვხსნა და მეორე ის, რომ ზოგადად თვითდესტრუქციული გადაწყვეტილებები არ მიმაჩნია პროტესტის საუკეთესო გზად.
იმედი მაქვს, თემურ ქათამაძეც ეტყვის სიცოცხლეს – დიახ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მზია ამაღლობელმა, 38 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.
მზია ამაღლობელი წერილში აღნიშნავს: „ბათუმში, ოცნების ქალაქის მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა.
რაც შეეხება ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილე თემურ ქათამაძეს, ის უკვე 33-ე დღეა რაც შიმშილობს.
შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს
თემურ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ქათამაძე საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული.
7 თებერვალს, თემურ ქათამაძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.
მზია ამაღლობელი შეწუხდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოექცა მთავარ ფოკუსში, იქცა მთავარ ამბად და მიიღო შიმშილობის…
Posted by Natia Panjikidze on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025