LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე:”29 მილიონი უცხოელი მუსიკოსების დასაპატიჟებლად, მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში”

71

“29 მილიონი, უცხოელი მუსიკოსების დასაპატიჟებლად რაც გახარჯეს ჩვენი ჯიბეებიდან, მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში”- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კულტურის მინისტრის განცხადებას, სადაც მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ ყველა ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს.

“არ ვაპირისპირებ ორ სრულიად სხვადასხვა სფეროს და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 29 მილიონი, უცხოელი მუსიკოსების დასაპატიჟებლად რაც გახარჯეს ჩვენი ჯიბეებიდან, მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში, თუნდაც საჩუქრად გადაეცათ ეს ხალხისთვის, ესწავლებინათ მოხმარება და ელემენტარული და პირველადი – კვების პრობლემა გადაიჭრებოდა, იმპორტის საჭიროება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაქსიმალურად შემცირდებოდა და ფული “ოჯახში” დატრიალდებოდა. თუმცა, ადამიანებს კონცერტიც სჭირდებათ, კარგი მუსიკაც და სიხარულიც, თანაც ძალიან. მაგრამ საყდრისის ამფეთქებელ კულტურის “მცველებს” სხვანაირად რომ დაეგეგმათ, ოპტიმალურად ბიუჯეტიც და კულტურის სტრატეგიაც, იქნებ ქვეყანაშივე გამოეცოცხლებინათ საკუთარი მუსიკოსების შემოქმედებითი ცხოვრება. ამ თანხით, სწორად დაგეგმილი სტრატეგიით უამრავი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ჩიტოსანთა კაფეში კონსერვატორიის სტუდენტები უკრავენ და მღერიან ხოლმე, უდიდესი პოტენციალი აქვს ყოველ მათგანს, ამ ბავშვებს მოვლა სჭირდებათ, ასპარეზის მიცემა და მთელ ქვეყანას გახვევენ ჰანგებში. წამოვა ორიგინალური შემოქმედებაც. უცხოელი სტუმრები კი ჯერჯერობით კერძო კომპანიებმა უნდა მოიწვიონ. მითუმეტეს, ბილეთს ისეთი ფასი ადევს, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია.” – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები