თავისუფალი უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ – საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში გააგრძელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნათია სექტემბრიდან International Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე კორეის კვლევის (Korean Studies) მიმართულებით ისწავლის სრული დაფინანსებით.
„ნათია უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.
ასევე, ნათია 2023-2024 წლებში სწავლობდა სოგანგის უნივერსიტეტში კორეული ენის 1-წლიან კურსზე, რომელიც დაფინანსებული იყო Korea Foundation-ის მიერ“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას აგრძელებს ქალაქ…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on შაბათი, 23 აგვისტო, 2025
