LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“

142
ნათია მეზვრიშვილი (1)

„ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა”, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.

გიორგი გახარია – „ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“

„წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„დარწმუნებით ვიცით, ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი, ამით დაირღვა კონსტიტუცია“ – საიას თავმჯდომარე ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკაზე საუბრობს

საია არ ამტკიცებს, რომ 2 263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ითხოვენ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო, თუმცა მათი თქმით, ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს არღვევდა.

პარტია ცესკოსგან მოითხოვს, გადაეცეს როგორც ელექტრონული საარჩევნო აპარატების კომპანია „სმარტმატკითან” გაფორმებული კონტრაქტი, ისე – გაიხსნას ბაზები, რათა ამომრჩევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სად და როდის მისცა ხმა.

პროკურატურა: „პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, უარს აცხადებენ ინფორმაციის მოწოდებაზე – დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ…“

„ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას – ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია”. – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნინო დოლიძე – „არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში“

magti 5g