LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი – ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა – საარჩევნო დარღვევებს გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს

147
ნათია მეზვრიშვილი

„პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების, ისე უცხოელების მთავარი ამოცანა 26 ოქტომბრის არჩევნების დაცვა უნდა იყოს.

„სენატში გუშინ, საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს.

რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმართულებით, მით უფრო გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით – მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.

შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს.

„ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – კობახიძე ვაშაძის განცხადებაზე, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოწოდებაზე

ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის“. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g