LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა Euromoney-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

117
10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა Euromoney-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში თავს მოუყრის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ცენტრალური ბანკების მმართველებსა და პოლიტიკოსებს 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებსაც საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტების წარმომადგენლებიც.

პრეზენტაციისას ნათია თურნავამ ინვესტორებს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები გააცნო, ასევე, ისაუბრა ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სიმყარეს.

„საკმაოდ წარმომადგენლობითი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ინვესტორებთან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი მხრიდან საქართველოთი დაინტერესებას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც ერთგვარად ზრდის ინვესტორთა მხრიდან ინტერესს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიებსა და საინვესტიციო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Artisan Partners, Fim Partners, Union Investment, AllianzGI, Danske Bank და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები