ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე ოჯახთან ერთად დაესწრებოდა თუ არა სააღდგომო ლიტურგიას, თურნავამ უპასუხა, რომ – არა.
„გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სააღდგომო ლიტურგიას ოჯახთან ერთად ტელევიზორის ეკრანიდან მივადევნებ თვალს“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.