საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა.
ნათია თურნავამ შერაზ გასრის დეტალურად გააცნო ინფორმაცია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების ერთგულნი რჩებიან.
გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ნაბიჯებზე, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.