იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ” მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება , – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობის პრეტენზიის არსი არის ის, როცა რაიმე არ კეთდება მოსახლეობის სასარგებლოდ.
ეკონომიკის მინისტრი „აირზენას“ აფრთხილებს: მოვუწოდებთ შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები
„აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის
„კარგად გვესმის „აირზენასიც”, რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი” იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.